კატალოგში, ბიბლიოგრაფიაში, საძიებელში, ლექსიკონსა და საცნობო ხასიათის სხვა გამოცემებში აღწერილობის საწყისთან, რუბრიკასთან ან სიტყვა-ერთეულთან გაკეთებული წერილობითი აღნიშვნა, რომელიც მკითხველის ყურადღებას მიაპყრობს აღწერილობის იმ საწყისზე, რუბრიკასა დასიტყვა-ერთეულზე, სადაც ამავე ან მსგავსი თემატიკის ცნობებია მოცემული. მითითება შეიძლება იყოს: ზოგადი, კერძო, ჯვარედინი.