C D E I O P S T W

ხა ხე ხი ხმ ხო ხრ ხუ
ხელ

ხელახალი გამოცემა

Rus. Переиздание
ყოველი ახალი გამოცემა, რომელიც წინა გამოცემისაგან თუნდაც უმნიშველოდ მაინც განსხვავდება. მაგ.: სტამბის შეკვეთის ნომრით, ძირითადი ტექსტის შინაარსით, გაფორმებით და ა.შ.; ხელახალი გამოცემა შეიძლება შეიცავდეს გარკვეულ ცვლილებებს, დამატებებს, შესწორებებს, ცვლილებების კომპლექსს; შეიძლება ნაწილობრივ ან მთლიანად გადამუშავდეს ან წარმოადგენდეს წინა გამოცემის გამეორებას.
ხელახალი გამოცემა შეიძლება გამოვიდეს წინა გამოცემის გამოსვლიდან ხელშეკრულებით ან კანონით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ, ხოლო საჭიროების შემთხვევაში გამოიცეს ამ ვადის მოქმედების ფარგლებშიც.
Source: საგამომცემლო ლექსიკონი/ავტ.-შემდგ.: ვახტანგ დოხნაძე; [რედ.: მურმან სუხიშვილი ; მხატვ.: ვახტანგ რურუა]. - [მე-2 შესწ. და შევს. გამოც.]. - თბ.: საგამომც. საქმის სასწ. ცენტრი, 2006. - 305გვ.; 20სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 301-304. - ISBN: 99928-998-1-6 : [ფ.ა.]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9