L. virus შხამი,Gk. hepar ღვიძლი, itis ანთება ამ ინფექციური დაავადებების გამომწვევები არიან A, B, C, ე.წ. დელტა-აგენტი (აგენტი D), E და G ვირუსები. დადგენილია ამ დაავადებების 2 ფორმა: ინფექციური (ჰეპატიტი A), რომლის გამომწვევია A ვირუსი და შრატისმიერი (აცრის), რომელსაც იწვევს B, C და D ვირუსები. A ჰეპატიტის ვირუსს გააჩნია რნმ-ს შემცველი გენომი. B ჰეპატიტის ვირუსი მიეკუთვნება ჰეპადნავირუსებს (გააჩნია დნმ-ის შემცველი გენომი). C ჰეპატიტის ვირუსი მიეკუთვნება Flaviviridae–ს ოჯახს და რნმ-ს შემცველი გენომი აქვს. D ჰეპატიტის გამომწვევი დელტა-აგენტი (D აგენტი) დეფექტური რნმ-ს შემცველი ვირუსია, რომელსაც არსებობა შეუძლია მხოლოდ B ჰეპატიტის ვირუსთან ასოციაციაში.
Source: გოგიჩაძე გიორგი, ლექსიკონი ბიოლოგიური და სამედიცინო ტერმინები და ცნებები / გ. გოგიჩაძე, გ. კანდელაკი, თ. გოგიჩაძე. - თბ. : [მერიდიანი], 2011. - 442გვ. ; 20სმ.. - ყდაზე ავტ. მითით. არ არის. - რეზ. რუს. და ინგლ.. - ISBN: 978-9941-10-427-5[MFN: 146200]