L T

მა მბ მდ მე მზ მთ მი მნ მო მჟ მრ მტ მუ მფ მღ მყ მც მწ მხ
მია მიგ მიე მიზ მით მიკ მილ მიმ მინ მიო მირ მის მიტ მიქ მიც

მიტოზი

Gk. mitos ძაფი
მიტოზის არსი მდგომარეობს ქრომოსომების კანონზომიერ გაორმაგებაში და მათ თანაბარ გადანაწილებაში შვილეულ უჯრედებს შორის. ამრიგად, მიტოზი წარმოადგენს მემკვიდრული ინფორმაციის გადაცემის მექანიზმს დედისეული უჯრედიდან შვილეულ უჯრედებში. შედგება პროფაზის, მეტაფაზის, ანაფაზისა და ტელოფაზისაგან (რიგ შემთხვევაში გამოყოფენ პრომეტაფაზასაც). ცნობილია მიტოზის შემდეგი ფორმები: ანომალური, აბორტული, ატიპიური, კოლხიცინური (იგივე K-მიტოზი) და სხვ. ტერმინი „მიტოზი“ პირველად შემოიღო ვ. ფლემინგმა 1882 წელს.
Source: გოგიჩაძე გიორგი, ლექსიკონი ბიოლოგიური და სამედიცინო ტერმინები და ცნებები / გ. გოგიჩაძე, გ. კანდელაკი, თ. გოგიჩაძე. - თბ. : [მერიდიანი], 2011. - 442გვ. ; 20სმ.. - ყდაზე ავტ. მითით. არ არის. - რეზ. რუს. და ინგლ.. - ISBN: 978-9941-10-427-5[MFN: 146200]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9