A E L R T X Y

ბა ბე ბი ბლ ბო ბრ ბუ ბც
ბაბ ბაგ ბად ბაზ ბათ ბაკ ბალ ბან ბარ ბაქ ბაღ ბაც

ბარტონელოზი

E. bartonellosis
Rus. бартонеллез
L. bartonellosis
საკმაოდ იშვიათი ინფექციაა, რომლის გამომწვევია Bartonella bacilliformis. გვარი აერთიანებს უჯრედშიდა, გრამ-უარყოფით, ფაკულტატურ-აერობულ ბაქტერიებს (Bartonella bacilliformis, B. henselae, B. quintana), რომელნიც თავისი ზრდისათვის საჭიროებენ ერითროციტების დაშლის პროდუქტებს. ბარტონელების ძირითადი სამიზნეუჯრედებია ერითროციტები და ენდოთელური უჯრედები. ენდემურია სამხრეთ ამერიკის ზოგიერთი ქვეყნისათვის (პერუ, ჩილე, ეკვადორი, ბოლივია, კოლუმბია). ინფექციის რეზერვუარია ავადმყოფი ადამიანი, სავარაუდოდ, ზოგიერთი ძუძუმწოვარი. გადამტანია ენდემური მოსკიტი Phlebotomus verrucarum. ბარტონელოზებიდან ყველაზე უფრო მძიმე კლინიკური მიმდინარეობა ახასიათებს ოროიას ცხელებას და კარიონის ავადმყოფობას.
Source: გოგიჩაძე, გ. სამედიცინო ტერმინოლოგიის ქართულ-ინგლისურ-რუსულ-ლათინური განმარტებითი ლექსიკონი / გ. გოგიჩაძე, ა. გედენიძე, ჯ. ჭუმბურიძე ; [რედ.: ნოდარ ჭიჭინაძე, ალექსანდრე ქორელი]. - თბ. : მერიდიანი, 2009. - 496გვ. ; 20სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 394-395. - ISBN: 978-9941-10-174-8[MFN: 138888]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9