L. Клайнфельтера morbusRus. болезнь КлайнфельтераE. Kleinfelter disease იგივე კლაინფელტერის სინდრომი. მემკვიდრული დაავადებაა, რომელიც უვითარდებათ მამაკაცებს. მისი ციტოგენეტიკური ფორმულაა: 44 + XXY = 47. ასეთი მამაკაცები ძალზე მაღლები არიან, გრძელი კიდურებით. ახასიათებთ პირველადი და მეორადი სასქესო ნიშნების განუვითარებლობა, ჰიპოგონადიზმი, ოლიგო- და ასპერმია, ევნუქოიდიზმი, უნაყოფობა, მკვეთრი გონებრივი ჩამორჩენილობა.
Source: გოგიჩაძე, გ. სამედიცინო ტერმინოლოგიის ქართულ-ინგლისურ-რუსულ-ლათინური განმარტებითი ლექსიკონი / გ. გოგიჩაძე, ა. გედენიძე, ჯ. ჭუმბურიძე ; [რედ.: ნოდარ ჭიჭინაძე, ალექსანდრე ქორელი]. - თბ. : მერიდიანი, 2009. - 496გვ. ; 20სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 394-395. - ISBN: 978-9941-10-174-8[MFN: 138888]