A E L R T X Y

აბ აგ ად აე ავ აზ ათ აი აკ ალ ამ ან აო აპ არ ას ატ აუ აფ აქ აც
ანა ანგ ანდ ანე ანთ ანი ანკ ანო ანტ ანუ ანჰ

ანთრაქსი

L. anthrax
Rus. антракос
E. anthrax
(ბერძნ. anthrax ნახშირი) – ქართულად: ჯილეხი, ხუზარა. მწვავე ინფექციური დაავადებაა, ანთროპოზოონოზი. გამომწვევია Bacillus anthracis, რომელიც წარმოქმნის სპორებს, რისთვისაც აუცილებელია ჟანგბადი და გარკვეული ტემპერატურა. სპორები ხასიათდება მაღალი მდგრადობით, სიცოცხლისუნარიანობას ინარჩუნებენ წლობით და ათეულ წლობითაც კი. Bacillus anthracis აღმოჩენილ იქნა 1849 წელს გერმანელი ა. პოლენდერის მიერ, ხოლო 1876 წელს რ. კოხმა მიიღო მისი სუფთა კულტურა და საბოლოოდ დაადგინა ჯილეხის ეტიოლოგიური აგენტი. აერობული, გრამ-დადებითი ბაქტერიაა. დასენიანების წყაროა ავადმყოფი ცხოველები. განასხვავებენ ანთრაქსის კანის, ნაწლავისა და ფილტვის ფორმებს.
Source: გოგიჩაძე, გ. სამედიცინო ტერმინოლოგიის ქართულ-ინგლისურ-რუსულ-ლათინური განმარტებითი ლექსიკონი / გ. გოგიჩაძე, ა. გედენიძე, ჯ. ჭუმბურიძე ; [რედ.: ნოდარ ჭიჭინაძე, ალექსანდრე ქორელი]. - თბ. : მერიდიანი, 2009. - 496გვ. ; 20სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 394-395. - ISBN: 978-9941-10-174-8[MFN: 138888]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9