A E L R T X Y

ბა ბე ბი ბლ ბო ბრ ბუ ბც
ბეზ ბელ ბენ ბერ ბეტ ბეჯ

ბერკიტის ლიმფომა

E. Burkitt’s lymphoma
Rus. лимфома Беркита
L. lymphoma Burkitti
ინგლისელი დ. ბერკიტის მიერ 1957 წელს აღმოჩენილი და შესწავლილი სიმსივნე, რომელიც უფრო ხშირად გვხვდება აფრიკელ ბავშვებში. სიმსივნე ჩვეულებრივ აზიანებს ყბებს და ხშირად უზარმაზარ ზომებს აღწევს. ადამიანის პირველი სიმსივნეა, რომლის ვირუსული ეტიოლოგია საბოლოოდაა დადგენილი. გამომწვევი აგენტია ჰერპესვირუსისმაგვარი დნმ-ს შემცველი ეპშტეინ-ბარის ვირუსი. მოგვიანებით ასეთივე ჰისტოგენეზის სიმსივნე (ვისცერული ფორმა) იქნა აღწერილი მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაში. ზოგჯერ ინკურნება მეტოტრექსატის ინექციებით.
Source: გოგიჩაძე, გ. სამედიცინო ტერმინოლოგიის ქართულ-ინგლისურ-რუსულ-ლათინური განმარტებითი ლექსიკონი / გ. გოგიჩაძე, ა. გედენიძე, ჯ. ჭუმბურიძე ; [რედ.: ნოდარ ჭიჭინაძე, ალექსანდრე ქორელი]. - თბ. : მერიდიანი, 2009. - 496გვ. ; 20სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 394-395. - ISBN: 978-9941-10-174-8[MFN: 138888]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9