E. grippeRus. гриппL. influenza (ფრანგ. gripper დაჭერა) - ძლიერ გადამდები ვირუსული ეტიოლოგიის დაავადებაა. ხშირად თან ერთვის გართულებები (ფილტვების ანთება, მენინგოენცეფალიტი და სხვ.). დაავადება ჯანმრთელ ადამიანს გადაეცემა ჰაერწვეთოვანი გზით. გრიპის ვირუსი მიეკუთვნება Orthomyxoviridae-ს ოჯახს. რნმ-ს შემცველი ვირუსია, რომლის სამიზნეა ლორწოვანი გარსები და ეპითელური უჯრედები. გრიპის ვირუსი ხშირად იცვლის ანტიგენურ თვისებებს რის გამოც სპეციფიკური იმუნიზაციის გამოყენება გართულებულია.
Source: გოგიჩაძე, გ. სამედიცინო ტერმინოლოგიის ქართულ-ინგლისურ-რუსულ-ლათინური განმარტებითი ლექსიკონი / გ. გოგიჩაძე, ა. გედენიძე, ჯ. ჭუმბურიძე ; [რედ.: ნოდარ ჭიჭინაძე, ალექსანდრე ქორელი]. - თბ. : მერიდიანი, 2009. - 496გვ. ; 20სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 394-395. - ISBN: 978-9941-10-174-8[MFN: 138888]