E. dermatoglyphicsRus. дерматоглификаL. dermatoglyphica (ბერძნ. derma კანი, glypho ამოვჭრი, ამოვღარავ) - დარგი, რომელიც შეისწავლის თითის ბალიშებზე, ასევე ხელისა და ფეხის გულებზე განვითარებულ ეპიდერმისის წანაზარდებს - პაპილარულ ხაზებს. აღნიშნული სპეციფიკური ხაზები დეტერმინირებულია და ინდივიდუალურ ნიშანს წარმოადგენს. 1892 წელს ფ.გალტონმა (ევგენიკის ფუძემდებელმა) მოახდინა ამ მოხაზულობის შესწავლა და გამოიყენა იგი პიროვნების იდენტიფიკაციისათვის.
Source: გოგიჩაძე, გ. სამედიცინო ტერმინოლოგიის ქართულ-ინგლისურ-რუსულ-ლათინური განმარტებითი ლექსიკონი / გ. გოგიჩაძე, ა. გედენიძე, ჯ. ჭუმბურიძე ; [რედ.: ნოდარ ჭიჭინაძე, ალექსანდრე ქორელი]. - თბ. : მერიდიანი, 2009. - 496გვ. ; 20სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 394-395. - ISBN: 978-9941-10-174-8[MFN: 138888]