E. DIC-syndromeRus. ДВС-синдромL. DIC-syndromum (აბრევიატურა: დისემინებული, ინტრავასკულური კოაგულაცია) - გამომწვევი მიზეზია სისხლის შედედებაზე პასუხისმგებელი მექანიზმების (ფაქტორების) ჭარბი სტიმულაცია ტრავმის ან რომელიმე ავადმყოფობის (მაგ., ინფექციური დაავადების, ასფიქსიის, ჰიპოთერმიის, პლაცენტის ჩამოფცქვნის ან ნაყოფის საშვილოსშიდა სიკვდილის და სხვ.) შემთხვევაში. ამ მექანიზმების აქტიური სტიმულაციის შედეგად ადგილი აქვს სისხლის საერთო შედედებას და შემადედებელი ფაქტორების ჭარბ უტილიზაციას. ამ ფაქტორების დეფიციტმა ადამიანში შეიძლება გამოიწვიოს სისხლდენები. ასეთ შემთხვევებში არც თუ იშვიათად აუცილებელია სისხლის პლაზმის გადასხმა, რათა მოხდეს დახარჯული შემადედებელი ფაქტორების კომპენსაცია.
Source: გოგიჩაძე, გ. სამედიცინო ტერმინოლოგიის ქართულ-ინგლისურ-რუსულ-ლათინური განმარტებითი ლექსიკონი / გ. გოგიჩაძე, ა. გედენიძე, ჯ. ჭუმბურიძე ; [რედ.: ნოდარ ჭიჭინაძე, ალექსანდრე ქორელი]. - თბ. : მერიდიანი, 2009. - 496გვ. ; 20სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 394-395. - ISBN: 978-9941-10-174-8[MFN: 138888]