E. diphyllobothriasisRus. дифиллоботриозL. diphyllobothriasis კუჭ-ნაწლავის ინვაზია განიერი სოლიტერით (Diphyllobothrium latum), რის შედეგად ავადმყოფს შეიძლება განუვითარდეს გულისრევა, დიარეა, საკვების ათვისების დარღვევა, ანემია. დაინვაზირების მიზეზი ხდება საკვებად განიერი სოლიტერის მატლებით დაბინძურებული უმი თევზის გამოყენება. განიერი სოლიტერის გამოდევნა ადამიანის ორგანიზმიდან შესაძლებელია ანტიჰელმინთური სამკურნალო პრეპარატის - მეპაკრინის საშუალებით.
Source: გოგიჩაძე, გ. სამედიცინო ტერმინოლოგიის ქართულ-ინგლისურ-რუსულ-ლათინური განმარტებითი ლექსიკონი / გ. გოგიჩაძე, ა. გედენიძე, ჯ. ჭუმბურიძე ; [რედ.: ნოდარ ჭიჭინაძე, ალექსანდრე ქორელი]. - თბ. : მერიდიანი, 2009. - 496გვ. ; 20სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 394-395. - ISBN: 978-9941-10-174-8[MFN: 138888]