E. driftRus. дрейфL. dreif (ინგლ. drift ნელი, პასიური) - გრიპის ვირუსში dreifs ადგილი აქვს მუდმივად და განპირობებულია წერტილოვანი მუტაციებით გენომის იმ საიტებში, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ჰემაგლუტინინისა და ნეირამინიდაზას ანტიგენური დეტერმინანტების სინთეზზე და აგებულებაზე. ამის შედეგად, ვირუსების პოპულაციაში მუდმივად წარმოიქმნება ახალი სეროვარები, რომლებიც უმნიშვნელოდ განსხვავდებიან საწყისი შტამისაგან. ახალი ვარიანტები განაპირობებენ გრიპის პერიოდული ეპიდემიების განვითარებას.
Source: გოგიჩაძე, გ. სამედიცინო ტერმინოლოგიის ქართულ-ინგლისურ-რუსულ-ლათინური განმარტებითი ლექსიკონი / გ. გოგიჩაძე, ა. გედენიძე, ჯ. ჭუმბურიძე ; [რედ.: ნოდარ ჭიჭინაძე, ალექსანდრე ქორელი]. - თბ. : მერიდიანი, 2009. - 496გვ. ; 20სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 394-395. - ISBN: 978-9941-10-174-8[MFN: 138888]