E. inbred animalsRus. инбредние (линеийные)L. животные inbred animalis (ინგლ. inbred სისხლისმიერ ნათესაობაში მყოფი მშობლებისაგან დაბადებული) - ხაზოვანი, ჰომოზიგოტური ცხოველები, რომლებსაც იღებენ ახლონათესაური ინდივიდების შეჯვარებით 20 და მეტი თაობის მანძილზე. ასეთი ცხოველები გენეტიკურად ერთგვაროვანნი არიან, რადგანაც ვლინდება 100%-იანი ჰომოზიგოტურობა. განსაკუთრებით ფართო გამოყენება აქვთ ონკოლოგიაში.
Source: გოგიჩაძე, გ. სამედიცინო ტერმინოლოგიის ქართულ-ინგლისურ-რუსულ-ლათინური განმარტებითი ლექსიკონი / გ. გოგიჩაძე, ა. გედენიძე, ჯ. ჭუმბურიძე ; [რედ.: ნოდარ ჭიჭინაძე, ალექსანდრე ქორელი]. - თბ. : მერიდიანი, 2009. - 496გვ. ; 20სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 394-395. - ISBN: 978-9941-10-174-8[MFN: 138888]