A E L R T X Y

კა კბ კე კვ კი კლ კო კრ კუ
კად კავ კაზ კათ კაკ კალ კამ კან კაპ კარ კას კატ კაუ კაფ კახ

კარიესი

E. caries
Rus. кариес
L. caries
(ლათ. caries ლპობა) - ქართულად: ძვლისმჭამელა. ძვლის ან კბილის მკვრივ ქსოვილში მიმდინარე ანთებითი პროცესი, რასაც თან სდევს ღრუს წარმოქმნა და ლპობა. კარიესის განვითარების ყველაზე უფრო სავარაუდო მიზეზია 3 ფაქტორის ერთობლიობა: კარიესოგენური საკვები (ნახშირწყლების მაღალი შემცველობით), ორგანიზმის მიდრეკილება და პირის ღრუში არსებული მიკროორგანიზმები (შტრეპტოცოცცუს მუტანს და შტრ. სანგუის). კარიესული ღრუს გაფართოებასთან ერთად, პროცესში თანდათანობით ერთვება პირის ღრუს მიკროფლორის თითქმის ყველა წარმომადგენელი (მკაცრი ანაერობები, ენტეროკოკები, ლაქტობაქტერიები).
Source: გოგიჩაძე, გ. სამედიცინო ტერმინოლოგიის ქართულ-ინგლისურ-რუსულ-ლათინური განმარტებითი ლექსიკონი / გ. გოგიჩაძე, ა. გედენიძე, ჯ. ჭუმბურიძე ; [რედ.: ნოდარ ჭიჭინაძე, ალექსანდრე ქორელი]. - თბ. : მერიდიანი, 2009. - 496გვ. ; 20სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 394-395. - ISBN: 978-9941-10-174-8[MFN: 138888]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9