E. climactericRus. климаксL. climacterium (ბერძნ. climax კიბე) - 1. ქალის ცხოვრების პერიოდი, როდესაც მისი საკვერცხეები წყვეტენ კვერცხუჯრედების გამომუშავებას ყოველ 4 კვირაში ერთხელ. ამის შედეგად წყდება მენსტრუციები და ქალი კარგავს რეპროდუქციულ უნარს. მენოპაუზის დროს ქალის ორგანიზმში ადგილი აქვს მნიშვნელოვან ცვლილებებს სასქესო ჰორმონების შეფარდების მხრივ. 2. მამაკაცების კლიმაქსი (მალე climacteric): ლიბიდოს და რეპროდუქციული უნარის შესუსტება.
Source: გოგიჩაძე, გ. სამედიცინო ტერმინოლოგიის ქართულ-ინგლისურ-რუსულ-ლათინური განმარტებითი ლექსიკონი / გ. გოგიჩაძე, ა. გედენიძე, ჯ. ჭუმბურიძე ; [რედ.: ნოდარ ჭიჭინაძე, ალექსანდრე ქორელი]. - თბ. : მერიდიანი, 2009. - 496გვ. ; 20სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 394-395. - ISBN: 978-9941-10-174-8[MFN: 138888]