A E L R T X Y

ლა ლე ლი ლო ლპ ლუ
ლაბ ლაგ ლავ ლაზ ლაი ლაკ ლამ ლან ლაპ ლარ ლატ ლაფ ლაქ

ლაპაროსკოპი

E. laparoscope
Rus. лапароскоп
L. laparoscopus
(ბერძნ. lapara საზარდული, მუცელი, skopeo ვუყურებ) - გამანათებელი მოწყობილობით აღჭურვილი ქირურგიული ინსტრუმენტი. გარდა დიაგნოსტიკური მიზნებისა, ლაპაროსკოპს იყენებენ ბიოფსიისათვის მასალის ასაღებად, კისტების ასპირაციისათვის და სხვ. ქირურგიულ პრაქტიკაში ლაპაროსკოპი გამოიყენება ქოლეცისტექტომიის, კოლექტომიის, ჰემიკოლექტომიის პროცესში, აგრეთვე ფალოპის მილების გაუვალობის აღსაკვეთად. მისი საშუალებით იღებენ კვერცხუჯრედს ხელოვნური განაყოფიერებისათვის in vitro, აგრეთვე ატარებენ სხვადასხვა გინეკოლოგიური ოპერაციებს ლაზერის გამოყენებით (ლაზერული ლაპაროსკოპია - laser laparoscopy)
Source: გოგიჩაძე, გ. სამედიცინო ტერმინოლოგიის ქართულ-ინგლისურ-რუსულ-ლათინური განმარტებითი ლექსიკონი / გ. გოგიჩაძე, ა. გედენიძე, ჯ. ჭუმბურიძე ; [რედ.: ნოდარ ჭიჭინაძე, ალექსანდრე ქორელი]. - თბ. : მერიდიანი, 2009. - 496გვ. ; 20სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 394-395. - ISBN: 978-9941-10-174-8[MFN: 138888]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9