A E L R T X Y

მა მბ მგ მე მზ მი მკ მლ მნ მო მრ მს მუ მღ მშ მწ მხ
მაგ მად მაი მაკ მალ მამ მან მარ მას მატ მაყ მაც მახ

მალაბსორბცია

E. malabsorbtion
Rus. малабсорбция
L. malabsorbtio
(იტალ. mal ცუდი, ლათ. absorbeo ვშთანთქავ, შევიწოვ) - მდგომარეობა, როდესაც ადამიანს ერღვევა ერთი ან რამდენიმე ნივთიერების შეწოვა წვრილ ნაწლავში. უფრო ხშირად ირღვევა ცხიმების, ზოგიერთი ვიტამინის (B12, ფოლის მჟავის, D და K ვიტამინების), ელექტროლიტების (მაგ., კალციუმის და კალიუმის), რკინის და ამინმჟავების შეწოვა. გამომდინარე იქიდან, თუ რომელი ნივთიერების შეწოვაა დარღვეული, შეიძლება გამოიყოს ძირითადი სიმპტომები: წონის დაკლება, ფაღარათი, ანემია, შეშუპება და სხვადასხვა ვიტამინების დეფიციტი.
Source: გოგიჩაძე, გ. სამედიცინო ტერმინოლოგიის ქართულ-ინგლისურ-რუსულ-ლათინური განმარტებითი ლექსიკონი / გ. გოგიჩაძე, ა. გედენიძე, ჯ. ჭუმბურიძე ; [რედ.: ნოდარ ჭიჭინაძე, ალექსანდრე ქორელი]. - თბ. : მერიდიანი, 2009. - 496გვ. ; 20სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 394-395. - ISBN: 978-9941-10-174-8[MFN: 138888]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9