E. menopauseRus. менопаузаL. menopausa (ბერძნ. men თვე, pause შეჩერება) - მენსტრუაციის (თვიურის) ფიზიოლოგიური შეწყვეტა 45-55 წლის ასაკში. მენოპაუზის დროს ქალის ორგანიზმში ადგილი აქვს სასქესო ჰორმონების შეფარდების მნიშვნელოვან ცვლილებებს, რასაც ხშირ შემთხვევებში თან ახლავს სახის ჰიპერემია, გულის ცემის გახშირება, საშოს ლორწოვანი გარსის სიმშრალე და სხვ.
Source: გოგიჩაძე, გ. სამედიცინო ტერმინოლოგიის ქართულ-ინგლისურ-რუსულ-ლათინური განმარტებითი ლექსიკონი / გ. გოგიჩაძე, ა. გედენიძე, ჯ. ჭუმბურიძე ; [რედ.: ნოდარ ჭიჭინაძე, ალექსანდრე ქორელი]. - თბ. : მერიდიანი, 2009. - 496გვ. ; 20სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 394-395. - ISBN: 978-9941-10-174-8[MFN: 138888]