A E L R T X Y

ობ ოდ ოვ ოზ ოკ ოლ ომ ონ ოპ ორ ოს ოტ ოფ ოქ ოყ
ორა ორბ ორგ ორდ ორთ ორნ ორო ორს ორქ

ორთომიქსოვირუსები

E. orthomyxoviruses
Rus. ортомиксовирусы
L. orthomyxovirus
(ბერძნ. orthos სწორი, ჭეშმარიტი, myxa ლორწო, ლათ. virus შხამი) - ამ ოჯახს მიეკუთვნება A, B და C ტიპის გრიპის ვირუსები, რომელთაც გააჩნიათ ტროპიზმი მუცინისადმი (იხ.). გრიპის A ვირუსი გამოყოფილ იქნა 1933 წელს. ვირიონის ფორმა სფერულია, ახასიათებს არასწორი კონფიგურაცია. ნუკლეოიდი შეიცავს ერთჯაჭვიან, ფრაგმენტირებულ რნმ-ს. აქვს სპირალური სიმეტრიის ნუკლეოკაფსიდი. ჰემაგლუტინინი და ნეირამინიდაზა ლოკალიზებულია ვირუსის სხვადასხვა კბილანისმაგვარ გამონაზარდებში. ვირუსი სწრაფად იღუპება 560 C -ზე, UV-სხივებით, დეზინფექტანტების და დეტერგენტების ზემოქმედებით. ინარჩუნებს ცხოველქმედებას დაბალ ტემპერატურებზე (-700 C).
Source: გოგიჩაძე, გ. სამედიცინო ტერმინოლოგიის ქართულ-ინგლისურ-რუსულ-ლათინური განმარტებითი ლექსიკონი / გ. გოგიჩაძე, ა. გედენიძე, ჯ. ჭუმბურიძე ; [რედ.: ნოდარ ჭიჭინაძე, ალექსანდრე ქორელი]. - თბ. : მერიდიანი, 2009. - 496გვ. ; 20სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 394-395. - ISBN: 978-9941-10-174-8[MFN: 138888]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9