A E L R T X Y

პა პე პი პლ პნ პო პრ პს პტ პუ პჯ
პრა პრე პრი პრო პრუ

პროფესიული დაავადებები

E. occupational diseases
Rus. профессиональные заболевания
L. morbi professionales
ამა თუ იმ პროფესიისათვის დამახასიათებელი დაავადებები. მაგ., აზბესტი ადამიანში იწვევს ფილტვის დაავადებას - აზბესტოზს, აგრეთვე ავთვისებიან სიმსივნეებს - მეზოთელიომებს. პროფესიული დაავადებების მაგალითად გამოდგება აგრეთვე ანილინის საღებავების, ბითუმის, ასფალტის წარმოება, მათთან ხშირი კონტაქტი და ა.შ. ჩატარებული პროფილაქტიკური ღონისძიებების შედეგად, რაც პირველ ყოვლისა გულისხმობს ამ ნივთიერებების უსაფრთხო ნორმების დადგენას, პროფესიული დაავადებების სიხშირე სულ უფრო და უფრო კლებულობს.
Source: გოგიჩაძე, გ. სამედიცინო ტერმინოლოგიის ქართულ-ინგლისურ-რუსულ-ლათინური განმარტებითი ლექსიკონი / გ. გოგიჩაძე, ა. გედენიძე, ჯ. ჭუმბურიძე ; [რედ.: ნოდარ ჭიჭინაძე, ალექსანდრე ქორელი]. - თბ. : მერიდიანი, 2009. - 496გვ. ; 20სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 394-395. - ISBN: 978-9941-10-174-8[MFN: 138888]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9