E. syphilisRus. сифилисL. syphilis (lues) (იტალიელი პათოლოგის ჯ. ფრაკასტოროს პოემის გმირის, სიფილუსის სახელი, რომელიც ამ დაავადებით იყო შეპყრობილი) - ქართულად: ათაშანგი. ძალზე საშიში, ინფექციური, ვენერული დაავადებაა. მისი გამომწვევია სპირალური ბაქტერია - Treponema pallidum, რომელსაც ადრე მკრთალ სპიროქეტას (Spirochaeta pallida) უწოდებდნენ. სიფილისი შეიძლება იყოს შეძენილი და თანდაყოლილი. შეძენილის დროს დაავადება ჯანმრთელ ადამიანს გადაეცემა სქესობრივი ან საყოფაცხოვრებო კონტაქტებით. საინკუბაციო პერიოდი გრძელდება 21-24 დღე - ინფექციის შეჭრიდან სიფილისის პირველი სიმპტომის - მკვრივი შანკრის განვითარებამდე.
Source: გოგიჩაძე, გ. სამედიცინო ტერმინოლოგიის ქართულ-ინგლისურ-რუსულ-ლათინური განმარტებითი ლექსიკონი / გ. გოგიჩაძე, ა. გედენიძე, ჯ. ჭუმბურიძე ; [რედ.: ნოდარ ჭიჭინაძე, ალექსანდრე ქორელი]. - თბ. : მერიდიანი, 2009. - 496გვ. ; 20სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 394-395. - ISBN: 978-9941-10-174-8[MFN: 138888]