E. cestodesRus. цестодыL. cestoda იგივე თასმისებური ჭიები. მიეკუთვნებიან ბრტყელი ჭიების ტიპს და ცესტოდების კლასს. სხეულის სიგრძე რამდენიმე მილიმეტრიდან 10 და მეტ მეტრამდეა. ენდოპარაზიტებია. კარგად აქვთ განვითარებული ფიქსაციისა და გამრავლების ორგანოები. ნერვული სისტემა სუსტადაა გამოხატული. ჰერმაფროდიტებია. განვითარება მიმდინარეობს მასპინძლის მონაცვლეობით. ასეთი მასპინძლები შეიძლება იყვნენ ადამიანი, აგრეთვე შინაური და გარეული ხერხემლიანი ცხოველები. ცესტოდებია: ღორის, ხარის, განიერი, ჯუჯა, ექინოკოკის სოლიტერები და სხვ.
Source: გოგიჩაძე, გ. სამედიცინო ტერმინოლოგიის ქართულ-ინგლისურ-რუსულ-ლათინური განმარტებითი ლექსიკონი / გ. გოგიჩაძე, ა. გედენიძე, ჯ. ჭუმბურიძე ; [რედ.: ნოდარ ჭიჭინაძე, ალექსანდრე ქორელი]. - თბ. : მერიდიანი, 2009. - 496გვ. ; 20სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 394-395. - ISBN: 978-9941-10-174-8[MFN: 138888]