E. hepatitis virusesRus. вирусы гепатитовL. virus hepatitis (ლათ. ვირუს შხამი, ბერძნ. hepar ღვიძლი, itis ანთება) - ადამიანში ჰეპატიტების გამომწვევ ვირუსებს მიეკუთვნება დნმ-ს და რნმ-ს შემცველი ვირუსები. ესენია დნმ-გენომიანი B ჰეპატიტის ვირუსი და რნმ-ს შემცველი ვირუსების ჯგუფი: A,C,D,E და G ჰეპატიტების ვირუსები, რომლებიც მიეკუთვნებიან ვირუსების სხვადასხვა ოჯახებს.
Source: გოგიჩაძე, გ. სამედიცინო ტერმინოლოგიის ქართულ-ინგლისურ-რუსულ-ლათინური განმარტებითი ლექსიკონი / გ. გოგიჩაძე, ა. გედენიძე, ჯ. ჭუმბურიძე ; [რედ.: ნოდარ ჭიჭინაძე, ალექსანდრე ქორელი]. - თბ. : მერიდიანი, 2009. - 496გვ. ; 20სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 394-395. - ISBN: 978-9941-10-174-8[MFN: 138888]