E. hypochondriaRus. гипохондрияL. hypochondria (ბერძნ. hypochondrion სხეულის ნაწილი ნეკნების ხრტილოვანი რკალების ქვეშ. კ.გალენი ამ დაავადებას უკავშირებდა რკალქვეშა მიდამოს ტკივილს) - იგივე იპოქონდრია. დათრგუნული მდგომარეობა. ხანგრძლივი ინტრაფსიქიკური კონფლიქტის შედეგად ჩამოყალიბებული ღრმა დეპრესიის სიმპტომოკომპლექსი. პაციენტი ავადმყოფურადაა კონცენტრი რებული საკუთარი ჯანმრთელობის მდგომარეობაზე, რის გამოც შეიძლება განუვითარდეს ნევროზი. ჰიპოქონდრია ხშირად შეიძლება გადავიდეს ქრონიკულ ფორმაში. მკურნალობისათვის იყენებენ შთაგონების მეთოდს ანდა ანტიდეპრესანტებს.
Source: გოგიჩაძე, გ. სამედიცინო ტერმინოლოგიის ქართულ-ინგლისურ-რუსულ-ლათინური განმარტებითი ლექსიკონი / გ. გოგიჩაძე, ა. გედენიძე, ჯ. ჭუმბურიძე ; [რედ.: ნოდარ ჭიჭინაძე, ალექსანდრე ქორელი]. - თბ. : მერიდიანი, 2009. - 496გვ. ; 20სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 394-395. - ISBN: 978-9941-10-174-8[MFN: 138888]