0

აა აბ აგ ად აე ავ აზ ათ აი აკ ალ ამ ან აო აპ აჟ არ ას ატ აუ აფ აქ აღ აყ აშ აჩ აც აძ აწ აჭ ახ აჯ აჰ
არ არ არა არბ არგ არდ არე არვ არზ ართ არი არკ არლ არმ არნ არო არპ არჟ არს არტ არუ არფ არქ არღ არყ არშ არჩ არც არძ არწ არჭ არხ არჯ

არჩილის მონასტერი

არჩილ მეფის სამონასტრო კომპლექსი აგებულია სოფელ სიონთგორის (თიანეთის მუნიციპალიტეტი) სამხრეთ-დასავლეთით, შემაღლებულ ადგილზე. დღეისათვის შემორჩენილია ორი ეკლესია, კოშკი და მარნისა და საცხოვრებელი სათავსოს ნანგრევი. წერილობით წყაროებში და ზოგიერთ გამოკვლევაში ეს მონასტერი მოხსენიებულია, როგორც: ნადოკრა, ნაკორნა, ნოტკორა, არჩილის მონასტერი. ეკლესიის შიგნით მდებარე დანგრეული სამარხი მიჩნეულია VIII საუკუნეში არაბების მიერ წამებული ქართლის მეფე არჩილ II-ეს (719-745 წწ.) საფლავად. ეკლესიის აგების სავარაუდო თარიღია 730-745 წლები.
Source: უნივერსალური ენციკლოპედიური ლექსიკონი : [3 ტომად] / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა. - I-ლი გამოც.. - [თბ.] : ფანტაზია, 2006. - 28სმ.[MFN: 136149]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9