A C D E F G H I L M N O P Q R S T U V

აბ აგ ად ავ ათ აი აკ ალ ამ ან აპ არ ას აუ აფ აქ აღ ახ
ანა ანგ ანთ ანი ანო ანტ

ანგელოსი

Etym. ბერძ. ánghelos (რაც წარმოადგენს თარგმანს ებრ. სიტყვისა mal’eak) „მაცნე“; შემდგომ ლათინურში დამკვიდრდა ფორმა angelus
It. Angelo
ადამიანსა და ღმერთს შორის შუალედური ბუნების მქონე სულიერი ქმნილება, ღმრთის მაცნე. ბიბლიაში ანგელოსის მრავალი მოვლინებაა აღწერილი, უმეტესწილად ადამიანური იერით. ასე გამოეცხადა ანგელოსი აგარს (შდრ. დაბ. 16:7), აბრამს (შდრ. დაბ. 18:1-2), ლოტს (შდრ. დაბ. 19:1), იაკობს (შდრ. დაბ. 28:12). ძველი აღთქმა გამოკვეთილად არ აღწერს ანგელოსთა შექმნას, თუმცა ეს თავისთავად იგულისხმება იმ ფაქტიდან გამომდინარე, რომ ერთადერთი ღმერთია ყველა არსების შემოქმედი (შდრ. გამ. 20:11; ფსალმ. 148:1-5). მიწიერ სამოთხეში გველის სახით მაცდურის არსებობა (შდრ. დაბ. 3:1-15) ანგელოსთა დაცემისა და დემონებად მათი გადაქცევის ფაქტზე მიუთითებს. ანგელოსები ზრუნავენ ადამიანებზე: იხსნიან ლოტს (შდრ. დაბ. 19), ტობიასა და სარას (შდრ. ტობ. 12:14-15), სამ ახალგაზრდას ღუმელში (შდრ. დან. 3:49). ზოგჯერ, ღმრთაებრივი ბრძანებით, სჯიან ადამიანებს (შდრ. დაბ. 19:11; 4მეფ. 24:16-17). ძველ აღთქმაში გვხვდება ასევე განსაკუთრებული ანგელოსი – ესაა იაჰვეს ანგელოსი, რომელიც ღმრთაებრივი მაცნის სახით წარმოდგება და ამასთან, საუბრობს და მოქმედებს, როგორც ღმერთი (შდრ. დაბ. 16:10-13; 31:11-13 და სხვ.). ეკლესიის არაერთმა მამამ და მოძღვარმა ეს არსება თეოფანიად (ადამიანთათვის ღმრთის გამოცხადებად) მიიჩნია. ახალ აღთქმაში ანგელოსები წარმოადგენილი არიან იმ უხილავ (შდრ. კოლ. 1:16) სულებად (შდრ. ებრ. 1:14), რომელთაც არა აქვთ ხორციელი ურთიერთობები (შდრ. მათ. 22:30). აქ გარკვევითაა საუბარი მათი დაცემის შესახებ (შდრ. იუდ. 6; 2პეტ. 2:4). იოანეს გამოცხადება განსაკუთრებით მდიდარია ანგელოსთა ხატებით, რაც ამ ნაწარმოების ლიტერატურული ჟანრითაცაა განპირობებული. ფსევდოდიონისე ანგელოსებს ცხრა „დასად“, ანუ კატეგორიად ყოფს, რომლებიც სამი საფეხურის მიხედვითაა დაჯგუფებული: სერაფიმნი, ქერუბიმნი, საყდარნი; უფლებანი, ძალნი, ხელმწიფებანი; მთავრობანი, მთავარანგელოსნი, ანგელოსნი.
Source: პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. მერაბ ღაღანიძე; სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი]. - თბ.: სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტის გამოც., 2011. - 434გვ.; 24სმ.. - ყდაზე: ბერნარდო დადი „ნეტარი ქალწული მარიამის გვირგვინით შემკობა“. - ISBN: 978-9941-0-3408-4
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9