A C D E F G H I L M N O P Q R S T U V

აბ აგ ად ავ ათ აი აკ ალ ამ ან აპ არ ას აუ აფ აქ აღ ახ
არა არი არკ არქ

არიანელობა

It. Arianesimo
IV საუკუნის ქრისტოლოგიური და ტრინიტოლოგიური ერესი, რომლის სახელწოდებაც ალექსანდრიელი მღვდლის, არიოსის (†336) სახელიდან მომდინარეობს. არიოსი ამტკიცებდა, რომ სიტყვა არ იყო მამის თანაარსი, ის უარყოფდა ასევე სიტყვის ღმრთაებრივ ბუნებას და წმიდა სამების მეორე პირი დაჰყავდა უბრალო დემიურგამდე (სანახევრო ღმერთამდე), დროთა საწყისამდე შექმნილ სრულყოფილ, მაგრამ არა მარადიულ არსებამდე. საბოლოოდ, არიოსის მოძღვრება სამებისა და განკაცების საიდუმლოებებს ანადგურებდა. ნიკეის მსოფლიო კრებამ (325), იმპერატორ კონსტანტინეს მეურვეობით, უარყო არიოსის იდეები და საზეიმოდ გამოაცხადა, რომ იესო ქრისტე, ღმრთის ძე, არის „თანაარსი მამისა“ (homooúsios tôi patrí). ნიკეის სიმბოლომ, რომელიც საფუძვლად უდევს მრწამსს, აგრეთვე, გამოაცხადა რომ ღმრთის ძე არის „ღმერთი ღმრთისაგან, ნათელი ნათლისაგან, ღმერთი ჭეშმარიტი ღმრთისაგან ჭეშმარიტისა, შობილი და არა ქმნილი“. მაგრამ არიანელობას გავლენიგავლენიანი მფარველები ჰყავდა და მან ხელახლა მოიკიდა ფეხი იმპერატორ კოსტანციუს II-ისა და ნიკომედიის ეპისკოპოს ევსების დახმარებით. მართლმადიდებელი რწმენის ხელახალი გამარჯვება მხოლოდ ისეთ გამოჩენილ პიროვნებათა მგზნებარე და შთაგონებული საქმიანობის შედეგად გახდა შესაძლებელი, რომელთა შორის არიან მრავალჯერ გადასახლებული ათანასე ალექსანდრიელი, ილარიუს პუატიელი, გრიგოლ ნაზიანზელი, გრიგოლ ნოსელი და ბასილი დიდი
Source: პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. მერაბ ღაღანიძე; სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი]. - თბ.: სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტის გამოც., 2011. - 434გვ.; 24სმ.. - ყდაზე: ბერნარდო დადი „ნეტარი ქალწული მარიამის გვირგვინით შემკობა“. - ISBN: 978-9941-0-3408-4
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9