Etym. ლათ. testamentum (ზმნიდან testari, „დამოწმება“), რომელიც შეესატყვისება ბერძნულ ცნებას diathéke, ის კი თავის მხრივ ებრაული სიტყვის berit „აღთქმა“, თარგმანია;
ტერმინი აღთქმა შეესაბამება ებრ. berît-სა და ბერძ. diathéke-ს და აღნიშნავს „შეთანხმებას“, „კავშირს“ იურიდიულ ინსტიტუტთან ანალოგიით, ტერმინი ხაზს უსვამს ღმრთის ინიციატივას და ნიჭს, უბოძოს საკუთარი თავი ადამიანს, ამ მიზნით დებს აღთქმას ისრაელთან, ხოლო იესო ქრისტეს მეშვეობით კი ის თითოეულ ადამიანს მიეცემა. ამიტომაც ძველი და ახალი აღთქმის ხსენებისას ძველსა და ახალ შეთანხმებაზეა საუბარი. აღთქმის წიგნები ერთობლივად ბიბლიას შეადგენს.
Source: პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. მერაბ ღაღანიძე; სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი]. - თბ.: სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტის გამოც., 2011. - 434გვ.; 24სმ.. - ყდაზე: ბერნარდო დადი „ნეტარი ქალწული მარიამის გვირგვინით შემკობა“. - ISBN: 978-9941-0-3408-4