A C D E F G H I L M N O P Q R S T U V

ბა ბე ბზ ბი ბო ბრ ბუ
ბეა ბეგ ბემ ბენ ბერ ბეჭ

ბენედიქტესეული წესდება

It. Regola benedettina
ბენედიქტე ნურსიელმა (დაახლ. 480-547) შექმნა 73 თავისაგან შემდგარი „მონაზონთა წესდება“ (Regula monachorum), რომელიც ერთ საზოგადოებად მცხოვრებ მონაზონთა სულიერი და მატერიალური ცხოვრების ნორმებს განსაზღვრავს (ნ. კენობიტი; მონაზვნობა). ეს წესდება შუა საუკუნეთა სამონასტრო კულტურის საფუძვლად იქცა და დღემდე რჩება ბენედიქტელთა ორდენის magna carta-დ. ბენედიქტეს წყაროები იყო ეგრეთ წოდებული Regula magistri, ახალი აღთქმა და საეკლესიო მწერალთა ნაშრომები (პახომი, ბასილი, ლეონ დიდი, იერონიმე, ავგუსტინე, კასიანე). ბენედიქტელთა წესდებაში საფუძველმდებ მნიშვნელობას იძენს სამი აღთქმა:

oboedintia (მორჩილება აბატისადმი, ვინც მონასტერს ქრისტეს სავანედ აქცევს),

stabilitas loci (რომელიც მონაზვნებს მონასტერში ცხოვრებას ავალდებულებს) და

conversatio morum (ზნე-ჩვევათა სიწმიდე) სამი აღთქმა.

აქ ერთმანეთისაგან არ განასხვავებენ მღვდელმსახურ მონაზვნებსა და საერო ძმებს; ქრისტიანული სრულყოფის მიზანი ლოცვისა (საღმრთო მსახურება და გუნდური ლოცვა) და შრომის მეშვეობით მიიღწევა. გარდა ამისა, წესი ზუსტ მითითებებს იძლევა მონაზონთა უფლებების, პასუხისმგებლობისა და მონასტერში შესასრულებელ სხვადასხვა მოვალეობათა შესახებ. ბენედიქტეს მითითების თანახმად, მონასტერში ახალმისულ პირს წესი სამჯერ უნდა წაეკითხოს, ხოლო მონასტრის ყველა წევრი მას მუდმივად უნდა კითხულობდეს.

Source: პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. მერაბ ღაღანიძე; სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი]. - თბ.: სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტის გამოც., 2011. - 434გვ.; 24სმ.. - ყდაზე: ბერნარდო დადი „ნეტარი ქალწული მარიამის გვირგვინით შემკობა“. - ISBN: 978-9941-0-3408-4
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9