A C D E F G H I L M N O P Q R S T U V

გა გე გვ გი გლ გნ გო გრ გუ
გად გალ გამ გან გარ გას გაუ გაყ გაც გახ

გამოსვლა

Etym. ბერძ. éxodos „გამოსვლა“
It. Esodo
ძველი აღთქმის წიგნი, მეორე ხუთწიგნეულის წიგნთაგან, რომლებიც სწორედ გამოსვლის თემას ეძღვნება, ანუ მოსეს მეთაურობითა და ღმრთის შემწეობით ისრაელი ხალხის ეგვიპტეში ტყვეობიდან დახსნის ამბავს მოგვითხრობს. ამ გამოცდილებამ წარუშლელი კვალი დატოვა ებრაელი ხალხის სარწმუნოებაზე. ეგვიპტიდან თავის დაღწევის ამბის გარდა (1:1-15:21) გამოსვლის წიგნი შეიცავს, აგრეთვე, სინაის აღთქმის თემასაც (19:1- 40:38). გამოსვლა არსებითად არის ამბავი, ერთი მხრივ, ღმრთისა, ვინც ირჩევს „თავის“ ხალხს და, მეორე მხრივ, ისრაელი ხალხისა, რომელიც ერთგულებას ეფიცება „თავის“ ღმერთს და ცოდვის მონობიდან აღწევს თავს. მოთხრობილი ისტორიული მოვლენები, რომელთაც ისრაელი ხალხი სარწმუნოების შუქზე განმარტავს, ქრისტემდე XIII-XII საუკუნეების პერიოდს ემთხვევა.
Source: პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. მერაბ ღაღანიძე; სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი]. - თბ.: სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტის გამოც., 2011. - 434გვ.; 24სმ.. - ყდაზე: ბერნარდო დადი „ნეტარი ქალწული მარიამის გვირგვინით შემკობა“. - ISBN: 978-9941-0-3408-4
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9