A C D E F G H I L M N O P Q R S T U V

და დე დი დო დრ დუ დღ
დია დიდ დიე დივ დიკ დიო დიპ დირ დის დიუ

დიოცეზი

Etym. ბერძნ. dioíkesis, ნაწარმოები ზმნიდან dioíkein „სახლის მართვა“; შემდეგ ლათინურში დამკვიდრდა dioecesis
It. Diocesi
„ღმრთის ხალხის ერთი ნაწილი, რომელზე სამწყსო ზრუნვაც ეპისკოპოსს ევალება“ (CD, 11; შდრ. CIC, კან. 369) და „შემოიფარგლება განსაზღვრული ტერიტორიით, იმგვარად, რომ მოიცვას ამ ტერიტორიაზე მოსახლე ყველა მორწმუნე“ (CIC, კან. 372). ტერმინი საერო საზოგადოებიდან იქნა ნასესხები: ქრისტეს შობამდე დაახლოებით IV საუკუნეში ამ სიტყვით აღინიშნებოდა ფინანსური ადმინისტრაცია, რომელსაც მოსამართლე განაგებდა, ხოლო რომის იმპერიაში, დიოკლეტიანეს დროს დიოცეზი ვიკარიუსისადმი დაქვემდებარებულ პროვინციათა (თავდაპირველად 12, შემდეგ კი – 15 პროვინციის) ერთობლიობას ეწოდებოდა. ქრისტიანობის საწყის პერიოდში დიოცეზს უწოდებდნენ ეკლესიას (ანტიოქიის ეკლესია, ეფესოს ეკლესია და ა.შ.), რაც შეესაბამება დღევანდელ ცალკეულ ეკლესიას, რომელზეც საუბრობს საეკლესიო კრება (CD, 11). სადიოცეზო ეპისკოპოსს ეწოდება „რიგითი“ (ordinario) რადგანაც დიოცეზს ჩვეულებრივი ანუ არა სამოციქულო მემკვიდრეობის ძალით სხვათაგან დელეგირებული ძალაუფლებით განაგებს. ვრცელ დიოცეზებში ეპისკოპოსს შეიძლება ჰყავდეს ერთი ან ორი დამხმარე ეპისკოპოსი. პაპს აქვს ძალაუფლება დააარსოს და გააუქმოს დიოცეზი ან სახე უცვალოს მას.
Source: პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. მერაბ ღაღანიძე; სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი]. - თბ.: სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტის გამოც., 2011. - 434გვ.; 24სმ.. - ყდაზე: ბერნარდო დადი „ნეტარი ქალწული მარიამის გვირგვინით შემკობა“. - ISBN: 978-9941-0-3408-4
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9