A C D E F G H I L M N O P Q R S T U V

და დე დი დო დრ დუ დღ
დოგ დოკ დოლ დომ დონ დოქ

დონატიზმი

It. Donatismo
ჩრდილოეთ აფრიკაში IV საუკუნეში გავრცელებული სქიზმატური მოძრაობა, რომლის სახელწოდებაც კართაგენის ეპისკოპოს დონატოსის სახელიდან მომდინარეობს. დონატოსმა რომის ეკლესიისადმი დაპირისპირებული ქრისტიანული ეკლესიის დაფუძნება სცადა. უთანხმოების საფუძვლად „დაცემულთა“ საკითხი იქცა. საუბარია პირებზე, რომლებმაც ქრისტიანული სარწმუნოების დევნის პერიოდში ზეწოლას ვერ გაუძლეს და რწმენა უარყვეს ან წარმართებს წმიდა წიგნები გადასცეს (ამ პირებს უწოდებდნენ traditores, ზმნიდან tradere „ჩაბარება“. დონატისტები ეწინააღმდეგებოდნენ „დაცემულთა“ (რომელთა შორისაც ეპისკოპოსები და სასულიერო პირებიც იყვნენ) ეკლესიის წიაღში ხელახლა მიღებას, რადგანაც მიიჩნევდნენ, რომ ნათლობისა და წმიდა მღვდლობის ქმედითობა მათ აღმსრულებელ და აღმვლენელ პირთა ღირსებაზეც იყო დამოკიდებული. არლის საეკლესიო კრებისა (314) და იმპერატორ კონსტანტინეს (316) ჩარევის მიუხედავად, დონატიზმმა მისი დამაარსებლის სიკვდილის შემდეგაც (355) განაგრძო არსებობა და გავრცელება, რაც სოციალური და პოლიტიკური მიზეზებითაც იყო განპირობებული. დონატიზმის ერთ-ერთი უსასტიკესი მოწინააღმდეგე იყო წმიდა ავგუსტინე. დონატისტთა მოძრაობამ ვანდალთა მიერ ჩრდილოეთ აფრიკის დაპყრობის (430) შემდეგ შეწყვიტა არსებობა.
Source: პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. მერაბ ღაღანიძე; სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი]. - თბ.: სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტის გამოც., 2011. - 434გვ.; 24სმ.. - ყდაზე: ბერნარდო დადი „ნეტარი ქალწული მარიამის გვირგვინით შემკობა“. - ISBN: 978-9941-0-3408-4
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9