A C D E F G H I L M N O P Q R S T U V

ებ ეგ ედ ევ ეზ ეთ ეკ ელ ემ ენ ეო ეპ ერ ეს ეტ ეუ ეფ ექ ეშ
ები ებრ

ებრაელები

It. Ebrei
ეთნიკური ჯგუფი, რომელიც ყებერის ხაზით სემისგან იღებს დასაბამს (დაბ. 10). ეგვიპტელთა, ფილისტემელთა და უცხოელთაგან განსასხვავებლად, ბიბლიაში მათ ებრაელები ეწოდათ. სემიტური წარმოშობის ეს ხალხი ქრისტეს შობამდე XVIII საუკუნეში პალესტინაში დამკვიდრდა და ქრისტეს შობამდე XIII საუკუნიდან ფართოდ გავრცელდა მის ტერიტორიაზე. ებრაელ ხალხს მრავალი განსაცდელი ხვდა წილად, მათ შორის იერუსალემის დანგრევა (ქრისტეს შობიდან 70 წელი). ებრაელი ხალხი არა იმდენად რასობრივი, რამდენადაც კულტურულ-რელიგიური ნიშნებით გამოირჩევა, რადგან ის საკუთარ თავს იაჰვეს, ისრაელის ღმრთის, მიერ რჩეულ ხალხად მიიჩნევს (შდრ. გამ. 3:18; 5:3). ისრაელი კიდევ ერთი დამკვიდრებული სახელია ებრაელებისა, ვისი გენეტიკური კოდიც ძველ აღთქმაშია დამკვიდრებული. იერემიას შემდეგ სახელი ებრაელები არქაულად მიიჩნევა და მას ტერმინი იუდეველნი ცვლის. ბაბილონიდან გაძევებამდე (ქრისტეს შობამდე VI ს.) ებრაელი ხალხის ენა ებრაული იყო. შემდგომში ებრაული სწავლულთა და კულტის მსახურთა ენად დარჩა, ხალხის სასაუბრო ენად კი არამეული დამკვიდრდა. ამ ენაზე საუბრობდა, აგრეთვე, იესო. ისრაელის დღევანდელ სახელმწიფოში გავრცელებულია თანამედროვე ებრაული ენა, რომელსაც ივრიტი ეწოდება.
Source: პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. მერაბ ღაღანიძე; სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი]. - თბ.: სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტის გამოც., 2011. - 434გვ.; 24სმ.. - ყდაზე: ბერნარდო დადი „ნეტარი ქალწული მარიამის გვირგვინით შემკობა“. - ISBN: 978-9941-0-3408-4
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9