A C D E F G H I L M N O P Q R S T U V

ებ ეგ ედ ევ ეზ ეთ ეკ ელ ემ ენ ეო ეპ ერ ეს ეტ ეუ ეფ ექ ეშ
ევა ევდ ევლ ევნ ევქ

ევქარისტიული ლოცვა

It. Preghiera eucaristica
ლოცვა, რომელსაც მღვდელმსახური წირვის ძირითად ნაწილში აღავლენს და რომლის კულმინაციასაც წარმოადგენს პურისა და ღვინის კურთხევა. ის იწყება პრეფაციოდან და გრძელდება „მამაო ჩვენო“-მდე და საიდუმლო სერობისას იესოს მიერ ნათქვამს უკვდავყოფს. ევქარისტიული ლოცვა მიემართება მამა ღმერთს, რომელმაც ქრისტეს სიკვდილითა და მკვდრეთით აღდგომით ცოდვის ბორკილთაგან იხსნა ადამიანი და თავის ნადიმზე უხმო მას. ლოცვას შემდეგი სტრუქტურული წყობა აქვს: პრეფაქციო, სული წმიდის მოხმობა (ეპიკლეზა), ევქარისტიის დაარსების ამბავი, რომლის თხრობასაც შეკრებილთა შეპასუხება ახლავს თან, ქრისტეს მსხვერპლშეწირვის უკვდავყოფა (ანამნეზა), შუამდგომლობები და დასკვნითი დოქსოლოგია (შდრ. CCC, 1352). ლიტურგიული რეფორმის შედეგად დამკვიდრდა სამი ახალი ევქარისტიული ლოცვა, რომლებიც შეიძლება ჩაენაცვლოს ტრადიციულ „რომაულ“ კანონს. შემდგომი განვითარების პროცესში ცალკეულმა ეკლესიებმა სხვა ევქარისტიული ლოცვებიც ჩამოაყალიბეს: მეხუთე ევქარისტიული ლოცვა და შერიგების ევქარისტიული ლოცვები.
See also: ლოცვა
Source: პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. მერაბ ღაღანიძე; სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი]. - თბ.: სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტის გამოც., 2011. - 434გვ.; 24სმ.. - ყდაზე: ბერნარდო დადი „ნეტარი ქალწული მარიამის გვირგვინით შემკობა“. - ISBN: 978-9941-0-3408-4
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9