A C D E F G H I L M N O P Q R S T U V

ებ ეგ ედ ევ ეზ ეთ ეკ ელ ემ ენ ეო ეპ ერ ეს ეტ ეუ ეფ ექ ეშ
ეკლ ეკო ეკუ

ეკუმენიზმი

Etym. ბერძნ. oikouméne(ghe) „დასახლებული (მიწა)“
It. Ecumenismo
მოძრაობა, რომელიც ხელს უწყობს ყველა კონფესიის ქრისტიანთა ერთიანობას, თანახმად იესოს ლოცვისა: „რათა ყველა ერთი იყოს, როგორც შენ – ჩემში, მამაო, მე კი – შენში“ (იოან. 17:21). თანამედროვე ეკუმენიზმი 1910 წელს, ედინბურგის პროტესტანტულ წრეებში აღმოცენდა. კათოლიკე ეკლესიის მხრიდან ეკუმენური მოძრაობის მიღება ფრთხილი მიდგომით გამორჩეული ხანგრძლივი პროცესი იყო. ვატიკანის II კრების შემდეგ, რომელმაც დაამტკიცა ეკუმენიზმის შესახებ დეკრეტი Unitatis redintegratio, თავშეკავებული დამოკიდებულება წარსულს ჩაბარდა და ეკუმენური მოძრაობა უფრო განმტკიცდა, რასაც 1960 წელს დაარსებული ქრისტიანთა ერთიანობის სამდივნოს საქმიანობამაც შეუწყო ხელი. სხვადასხვა ქრისტიანულ კონფესიათა შორის დიალოგისა და შეხვედრების ხელშეწყობის გარდა, ეკუმენური მოძრაობა ერთიანობისთვისაც ლოცულობს. ამ მიზნით ყოველწლიურად, 18-25 იანვარს „ქრისტიანული ერთიანობისთვის ლოცვის კვირეული“ იმართება.
Source: პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. მერაბ ღაღანიძე; სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი]. - თბ.: სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტის გამოც., 2011. - 434გვ.; 24სმ.. - ყდაზე: ბერნარდო დადი „ნეტარი ქალწული მარიამის გვირგვინით შემკობა“. - ISBN: 978-9941-0-3408-4
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9