A C D E F G H I L M N O P Q R S T U V

ებ ეგ ედ ევ ეზ ეთ ეკ ელ ემ ენ ეო ეპ ერ ეს ეტ ეუ ეფ ექ ეშ
ერე ერთ

ერთობლივი ცხოვრების ძმები

It. Fratelli della vita comune
L. Fratres vitae communis
ასე ეწოდება ძმობის წევრებს, რომელიც XIV-XV საუკუნეებში ჰოლანდიაში დევენტერელმა გეერტ გროოტმა (†1384) ჩამოაყალიბა და რომელიც ეგრეთ წოდებულ ახალ ღმრთისმოსაობას უკავშირდება. დევენტერი ძმობის წევრ საერო პირთა სულიერ ცენტრად იქცა, აქ შეესხა ხორცი extra religionem ცხოვრების წესის გეერტ გროოტისეულ ხედვას. საუბარია ერთობლივი ცხოვრების წესზე ცალ-ცალკე „ძმათა“ და „დათა“ სახლებში, რომელიც არ ითვალისწინებს განდეგილობას. ასეთი სახლები აღმოცენდა ჰოლანდიის უდიდეს ქალაქებში და გერმანიის მრავალ ქალაქში, რომელთაც მნიშვნელოვანი წვლილი შეჰქონდა სასკოლო სისტემის განვითარებასა და ქრისტიანული ჰუმანიტარული სკოლის შექმნაში. საეროებთან ერთად იქ საქმიანობდნენ სასულიერო პირებიც, რომლებიც ავგუსტინელ კანონიკოსთა წესდების ფარგლებში რეფორმირებული კონგრეგაციის სახით ჩამოყალიბდნენ. როგორც საერო, ისე სასულიერო ძმებს მისტიკური ღმრთისმოსაობა ახასიათებდათ.
Source: პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. მერაბ ღაღანიძე; სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი]. - თბ.: სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტის გამოც., 2011. - 434გვ.; 24სმ.. - ყდაზე: ბერნარდო დადი „ნეტარი ქალწული მარიამის გვირგვინით შემკობა“. - ISBN: 978-9941-0-3408-4
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9