A C D E F G H I L M N O P Q R S T U V

თა თე თვ თი თო
თაბ თავ თალ თან თარ თაყ

თავშეკავება

It. Temperanza
L. temperantia
ოთხ მთავარ სათნოებათაგან ერთ-ერთი. ისაა „ზნეობრივი სათნოება, რომელიც ანელებს სიამოვნებათა მიმზიდველობას და ანიჭებს ადამიანს ზომიერების უნარს შექმნილ სიკეთეთა მოხმარებისას. ის უზრუნველყოფს ნების ბატონობას ინსტინქტებზე და პატიოსნების ჩარჩოებში აკავებს სურვილებს. თავშეკავებული ადამიანი სიკეთისაკენ მიმართავს თავის გრძნობად მხარეებს, ინარჩუნებს ჯანსაღ მორიდებულობას, არ მისდევს საკუთარ „ინსტინქტსა“ და საკუთარი „გულის“ „სურვილთა დამაკმაყოფილებელ ძალას“ (ზირ. 5:2). ძველ აღთქმაში თავშეკავება ხშირად იმსახურებს შექებას: „ნუ სდევ გულისთქმას და დაიოკე სურვილი“ (ზირ. 18:30). ახალ აღთქმაში ის „თავშეკავებად“ ან „თავდაჭერილობად“ არის მოხსენიებული: უნდა ვიცხოვროთ „აზრიანად, სიმართლითა და ღმრთისმოსაობით“ (ტიტ. 2:12)” (CCC, 1809).
Source: პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. მერაბ ღაღანიძე; სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი]. - თბ.: სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტის გამოც., 2011. - 434გვ.; 24სმ.. - ყდაზე: ბერნარდო დადი „ნეტარი ქალწული მარიამის გვირგვინით შემკობა“. - ISBN: 978-9941-0-3408-4
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9