A C D E F G H I L M N O P Q R S T U V

თა თე თვ თი თო
თაბ თავ თალ თან თარ თაყ

თარგუმი

Etym. ებრ. „თარგმანი“ (მრავლობითი რიცხვის ფორმა – targumim)
It. Targum
ამ ტერმინით აღინიშნება ბიბლიური ტექსტის ძველი არამეული თარგმანები, აღმოცენებული სინაგოგური ლიტურგიის კონტექსტში, როდესაც მორწმუნეთა უმრავლესობა აღარ ფლობდა ებრაულ ენას. თავდაპირველად თარგუმი შაბათს და დღესასწაულებზე თორას და წინასწარმეტყველთა ნაწერების კითხვას ახლდა თან და აუცილებლად ზეპირად სრულდებოდა. მთარგმნელი (მეთურგემანი) თარგუმს წარმოთქვამდა თორას ყოველი მუხლისა და წინასწარმეტყველთა ტექსტის ყოველი სამი მუხლის შემდეგ. თაგმანი ხშირად პარაფრაზს ან სულიერი ხასიათის განმარტებას წარმოადგენდა. ამიტომაც თარგუმი კარგად წარმოაჩენს ბიბლიის იმდროინდელი (ქრისტემდე ბოლო და ქრისტეს შემდეგ პირველი საუკუნეები) განმარტების მრავალ სახასიათო ასპექტს. თარგუმის წარმოთქმის ტრადიცია პალესტინაში II საუკუნეში შეწყდა. მისი ძირითადი წერილობითი ნიმუშები I-III საუკუნეებით თარიღდება და მოიცავს მთლიანად ხუთწიგნეულს, წინასწარმეტყველებს და, სხვადასხვა ეპოქაში, ჰაგიოგრაფებს. მათგან ყველაზე მნიშვნელოვანია: III საუკუნეში ბაბილონში გამოცემული თარგუმი სახელწოდებით „ონქუელოსი“. ხუთწიგნეულის ეს თარგმანი თითქმის კანონიკურად იქცა, მას საკუთარი მასორაც კი ჰქონდა და ხუთწიგნეულის რაბინულ გამოცემებში ახლდა თან ებრაულ ტექსტს; აგრეთვე, ბაბილონური წინასწარმეტყველთა ტექსტის თარგუმი იონათანი, VII საუკუნის საბოლოო რედაქციით და, შესაძლოა, წინაქრისტიანული ხანის პალესტინური ხუთწიგნეულის თარგუმი ნეოფიტთათვის.
Source: პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. მერაბ ღაღანიძე; სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი]. - თბ.: სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტის გამოც., 2011. - 434გვ.; 24სმ.. - ყდაზე: ბერნარდო დადი „ნეტარი ქალწული მარიამის გვირგვინით შემკობა“. - ISBN: 978-9941-0-3408-4
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9