A C D E F G H I L M N O P Q R S T U V

თა თე თვ თი თო
თაბ თავ თალ თან თარ თაყ

თაყვანისცემა

Etym. [ლათ. ad os]
It. Adorazione
აღნიშნავს ღმრთისმოსაობისა და პატივისცემის ნიშნად ხელების ტუჩებთან მიტანისა და შემდეგ ხატის ან რამე წმიდა საგნის მიმართ მათი მიპყრობის ჟესტს. სხვადასხვა რელიგიურ გამოხატულებათა შორის თაყვანისცემა ყველაზე მკაფიოდ ასახავს ადამიანის სრულ დამოკიდებულებას ღმერთზე, ვის აბსოლუტურ უზენაესობასაც იგი აღიარებს და ამტკიცებს (მორჩილების თაყვანისცემა). თაყვანისცემის საგნად შეიძლება იქცეს ქმნილებებიც, თუმცა მხოლოდ ღმერთთან მათი დამოკიდებულების თვალსაზრისით (მოწიწების თაყვანისცემა). ევქარისტიული თაყვანისცემა ინდივიდუალური თუ საჯარო მჭვრეტელობითი ლოცვის ფორმაა, რომელიც წმიდა ნაწილების გამობრძანებისას იმართება.
Source: პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. მერაბ ღაღანიძე; სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი]. - თბ.: სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტის გამოც., 2011. - 434გვ.; 24სმ.. - ყდაზე: ბერნარდო დადი „ნეტარი ქალწული მარიამის გვირგვინით შემკობა“. - ISBN: 978-9941-0-3408-4
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9