A C D E F G H I L M N O P Q R S T U V

თა თე თვ თი თო
თეა თებ თეთ თეი თეკ თეო

თეოსოფია

Etym. ბერძ. theós „ღმერთი“ + sophía „სიბრძნე“
It. Teosofia
ტერმინი თეოსოფია (ღმრთის შეცნობა, ცნობა) ამჟამად მოიცავს როგორც ქრისტიანულ, ისე არაქრისტიანულ იდეოლოგიებს, რომლებიც ძნელად ეხამება ერთმანეთს. თავისი მისტიკური თუ ფილოსოფიურ-ბუნებრივი ფორმით თეოსოფია ხშირად ალქიმიას, ასტროლოგიას და ოკულტიზმს უახლოვდება. თეოსოფიის მიზანია, საიდუმლოებრივ კავშირთა ეზოტერიული ცოდნის მეშვეობით სარწმუნოების მიერ შემოთავაზებულ ჭეშმარიტებაზე აღმატებული ჭეშმარიტების ფორმის პოვნა. ღმრთაებრივი სამყაროს შესახებ ჭეშმარიტება იმ ცოდნის მეშვეობით მიიღწევა, რომელსაც ფლობენ განდობილი ადამიანები სხვადასხვა რელიგიებში. ამ ცოდნის გადაცემა მხოლოდ საკუთარი სკოლის ფარგლებში შეიძლება. ქრისტიანული თეოსოფია, რომელისათვისაც ქრისტე ცოდნის წყაროა (კოლ. 2:3), გნოსისისა და ნეოპლატონიზმის ელემენტებს შეიცავს.
Source: პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. მერაბ ღაღანიძე; სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი]. - თბ.: სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტის გამოც., 2011. - 434გვ.; 24სმ.. - ყდაზე: ბერნარდო დადი „ნეტარი ქალწული მარიამის გვირგვინით შემკობა“. - ISBN: 978-9941-0-3408-4
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9