A C D E F G H I L M N O P Q R S T U V

ია იგ იე ივ ილ იმ ინ იო ირ ის იტ იუ იღ იხ იჯ
იეზ იერ იეს იეჰ

იესოს პატარა ძმები

It. Piccoli fratelli di Gesù
1933 წელს ფრანგი მღვდელმსახურის, რენე ვუალომის მიერ ელ აბიოდ-სიდი-შეიხში (საჰარა) დაარსებული საზოგადოება, რომელიც თავის დამფუძნებლად შარლ ფუკოს (†1916) მიიჩნევს. 1968 წელს საზოგადოება პავლე VI-მ დაამტკიცა, როგორც საერო ინსტიტუტი. მისი წევრები ცხოვრობენ პატარ-პატარა ჯგუფებად (3-5 ძმა), გარე სამყაროსაგან იზოლაციის გარეშე, განსაკუთრებით „გასაეროებულ“ გარემოში და მათ საერო პროფესიები აქვთ. ისინი აქტიურ ცხოვრებასა და მჭვრეტელობას უთავსებენ ერთმანეთს და სახარების ქადაგებას ისახავენ მიზნად, უმთავრესად, ძირეულად ქრისტიანული ცხოვრების მაგალითის მეშვეობით (ძმობა, სიღატაკე). დღეს იესოს პატარა ძმათა ორგანიზაცია 200-ზე მეტ წევრს აერთიანებს. 1939 წელს ტუგურტში (საჰარა) აღმოცენებული იესოს პატარა დათა საზოგადოება 1947 წელს იქცა კონგრეგაციად ეპისკოპოსის მმართველობაში, 1964 წელს კი პაპის მიერ იქნა დამტკიცებული. დღეისათვის კონგრეგაციის წევრი დაახლოებით 1000 ქალი მრავალი ქვეყნის 200-ზე მეტ საზოგადოებაში მოღვაწეობს.
Source: პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. მერაბ ღაღანიძე; სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი]. - თბ.: სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტის გამოც., 2011. - 434გვ.; 24სმ.. - ყდაზე: ბერნარდო დადი „ნეტარი ქალწული მარიამის გვირგვინით შემკობა“. - ISBN: 978-9941-0-3408-4
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9