A C D E F G H I L M N O P Q R S T U V

ია იგ იე ივ ილ იმ ინ იო ირ ის იტ იუ იღ იხ იჯ
ილე ილუ

ილუმინატები

It. Illuminati
ქრისტიანობის საწყის პერიოდში ტერმინით „ნათელმოსილნი“, „მონათლულნი“, „ნათელღებულნი“ აღნიშნავდნენ ახალმონათლულებს, რადგანაც ისინი ქრისტეს ნათელს იღებდნენ ნათლობით (ბერძ. photisménoi). შემდგომში ასე ეწოდებოდათ ეზოტერიკულ გაერთიანებებს პირებისა, რომლებიც ღმერთთან მათი მისტიკური კავშირიდან გამომდინარე გასხივოსნებით მოცულებად მიიჩნევდნენ თავს. ასეთები იყვნენ თავისუფალი სულის დები და ძმები პროტესტანტებთან და ესპანელი „alumbrados“ კათოლიკეთა შორის. ინკვიზიცია დევნიდა როგორც ამ უკანასკნელთ, ისე იტალიელ კვიეტისტებს, რადგანაც ისინი საკუთარი შეუცდომლობის აღიარების პრეტენზიას აცხადებდნენ და განმარტავდნენ, რომ მათი ზნეობრივად უმართებულო საქციელი ღმრთის მიერ იყო ნებადართული, როგორც ეშმაკის არსებობის დამადასტურებელი საბუთი. 1776 წელს ვაისჰაუპტის მიერ (1748-1830) ინგოლშტადტში დაარსებული ბავარიელი ილუმინატები კი რელიგიის ბუნებრივ კონცეფციას ეყრდნობოდნენ და პოლიტიკურ მისწრაფებათა მქონე მასონური ტიპის საიდუმლო ორგანიზაციას წარმოადგენდნენ. ვაისჰაუპტის მიზანი იყო, რომ „პრინციპები და ერები მშვიდობიანად გამქრალიყვნენ დედამიწის ზურგიდან და კაცთა მოდგმა ერთ დღეს ერთ ოჯახად, ხოლო სამყარო – რაციონალურ ადამიანთა სამყოფელად ქცეულიყო“. ამ სექტის წევრი იყო მრავალი გამოჩენილი პიროვნება, მაგალითად, გოეთე, მოცარტი, ჰერდერი.
Source: პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. მერაბ ღაღანიძე; სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი]. - თბ.: სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტის გამოც., 2011. - 434გვ.; 24სმ.. - ყდაზე: ბერნარდო დადი „ნეტარი ქალწული მარიამის გვირგვინით შემკობა“. - ISBN: 978-9941-0-3408-4
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9