A C D E F G H I L M N O P Q R S T U V

კა კე კვ კი კლ კო კრ კუ
კაბ კაზ კათ კაი კალ კამ კან კაპ კარ კატ კაც

კათოლიკური ქმედება

It. Azione Cattolica
საერო ორგანიზაცია, რომელსაც XVIII და XIX საუკუნეების კათოლიკური მოძრაობა დაედო საფუძვლად. ორგანიზაცია მიზნად ისახავდა დაეცვა ქრისტიანული სარწმუნოება რაციონალისტური განმანათლებლობისაგან, ხოლო ეკლესიის თავისუფლება – აბსოლუტისტური სახელმწიფოებრიობისაგან. მაგრამ მისი უმთავრესი მიზანი იყო საქმიანობა ქრისტეს სამეფოს გასავრცელებლად და გასაახლებლად დედამიწაზე. იტალიაში ამ ორგანიზაციის ჩამოყალიბების ზუსტი თარიღი არ არსებობს, მისი შექმნა უკავშირდება XIX საუკუნის მეორე ნახევარში აღმოცენებულ კათოლიკეთა ინიციატივებს, რომელთა მიზანი იყო აქტიური მონაწილეობა ეროვნული ცხოვრების ყველა დონეზე (ამგვარ ინიციატივათა შორის აღსანიშნავია იტალიის კათოლიკე ახალგაზრდობის საზოგადოება,). ეს „საეროთა მოციქულობა“, რომელსაც სასტიკად ეწინააღმდეგებოდა ფაშიზმი, დაამტკიცა ვატიკანის II კრებამ, რომლის აქტებში ნათქვამია: „საერონი ახორციელებენ თავიანთ სამოციქულო მისიას ეკლესიასა და სამყაროში, სულიერ და წარმავალ წესშიც“ (AA, 5). თავდაპირველად კათოლიკური ქმედების მთავარი მიზანი იყო პიროვნული სიწმიდისაკენ სწრაფვა, თუმცა დროთა განმავლობაში ორგანიზაციის მიზნები გაფართოვდა და ქვეყნიერების ყველა სფეროს გაქრისტიანებას მოიცავს (ქრისტიანული ცხოვრება, ქრისტიანული პოლიტიკა, ქრისტიანული კულტურა...).
Source: პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. მერაბ ღაღანიძე; სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი]. - თბ.: სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტის გამოც., 2011. - 434გვ.; 24სმ.. - ყდაზე: ბერნარდო დადი „ნეტარი ქალწული მარიამის გვირგვინით შემკობა“. - ISBN: 978-9941-0-3408-4
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9