A C D E F G H I L M N O P Q R S T U V

კა კე კვ კი კლ კო კრ კუ
კაბ კაზ კათ კაი კალ კამ კან კაპ კარ კატ კაც

კანონიკური სამართალი

Etym. ცნებები მომდინარეობს: ა) ლათ. directus, რაც ზმნა dirigere-ს („მითითების მიცემა“, „სწორი მიმართულების მიცემა“) ნამყოს მიმღეობაა; ბ) ბერძ. kanonikós „წესთა შესატყვისი“
It. Diritto canonico
ისტორიულად, მორწმუნეთა პიროვნებათაშორის დამოკიდებულებათა მარეგულირებელ პოზიტიურ ნორმათა ერთობლიობა, რომლებიც მომდინარეობს როგორც ბუნებრივი ღმრთაებრივი სამართლიდან, ისე გამოცხადებული ღმრთაებრივი სამართლიდან. პირველ საუკუნეებში ქრისტიანულ საკრებულოთა ცხოვრების ნორმებს სხვადასხვა საეკლესიო კრებები განსაზღვრავდა. კანონიკური სამართალი, როგორც ასეთი, ჩამოყალიბდა XII – XIV საუკუნეებში, როგორც ეკლესიის კანონთა მეცნიერული კვლევა. 1140 წელს გამოქვეყნებულმა გრაციანეს დოკუმენტმა Decretum Gratiani საფუძველი ჩაუყარა კანონიკური სამართლის სისტემატიზაციას და საეროსთან ფარდი ორგანული იურისპრუდენციური სისტემის ჩამოყალიბებას. გრაციანემ შეადგინა პატრისტიკული, საეკლესიო კრებათა და პაპთა სწავლების მოკლე შინაარსი ეკლესიის სოციალური სტრუქტურის, საიდუმლოთა, ლიტურგიისა და სხვა საკითხებთან დაკავშირებით. ამავე პერიოდში შეიქმნა საყოველთაო ღირებულების მქონე პირველი ოფიციალური კრებულები, რომლებმაც, Decretum Gratiani-სთან ერთად, შეადგინეს Corpus iuris canonici. ტრიდენტის კრებამ თავისი დეკრეტებით განაახლა კანონიკურ ნორმათა შინაარსი, რითაც დადგინდა საეკლესიო პირთა ვალდებულებები, ბენეფიციუმები, რელიგიურ ორდენთა მართვის, საიდუმლოთა აღვლენის წესები და სხვა. XX საუკუნემდე ეს დოკუმენტი კანონიკური სამართლის უმაღლეს წყაროს წარმოადგენდა. 1917 წელს ბენედიქტე XV-მ კანონიკურ წესთა სიმრავლის გამო მათი მოძიებისა და გამოყენების სირთულის დაძლევის მიზნით ცამეტწლიანი შრომის შედეგად გამოსცა 2414 კანონისგან შემდგარი Codex iuris canonici (CIC) და გააუქმა კანონთა ყველა ძველი კრებული. ვატიკანის II კრების შემდეგ იოანე პავლე II-მ სამოციქულო დადგენილებით Sacrae disciplinae leges (1983 წლის 15 იანვარი) დაამტკიცა ახალი კანონიკური სამართლის კოდექსი, რომელიც 7 წიგნად დაყოფილ 1752 კანონს აერთიანებს.
Source: პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. მერაბ ღაღანიძე; სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი]. - თბ.: სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტის გამოც., 2011. - 434გვ.; 24სმ.. - ყდაზე: ბერნარდო დადი „ნეტარი ქალწული მარიამის გვირგვინით შემკობა“. - ISBN: 978-9941-0-3408-4
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9