A C D E F G H I L M N O P Q R S T U V

კა კე კვ კი კლ კო კრ კუ
კაბ კაზ კათ კაი კალ კამ კან კაპ კარ კატ კაც

კანონიკური სამართლის კოდექსი

It. Codice di Diritto Canonico
სრული სახელწოდებაა Codex iuris canonici, მისი შემოკლებული ფორმა – CIC. ლათინური კათოლიკე ეკლესიის ერთადერთი, ავთენტიკური და საყოველთაო კანონი. დაწერილია ლათინურ ენაზე და შედგება შვიდ წიგნად დაყოფილი 1752 კანონისგან. ახალი კოდექსი იოანე პავლე II-მ 1983 წლის 25 იანვარს დაამტკიცა სამოციქულო დადგენილებით Sacrae disciplinae legis. კანონიკური სამართლის კოდექსი „წარმოადგენს ეკლესიის მთავარ საკანონმდებლო დოკუმენტს“ და „არის აუცილებელი საშუალება იმისა, რომ უზრუნველყოს სათანადო წესრიგი როგორც პირად და საზოგადოებრივ ცხოვრებაში, ისე თვით ეკლესიის საქმიანობაში“ (Sacrae disciplinae legis).
Source: პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. მერაბ ღაღანიძე; სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი]. - თბ.: სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტის გამოც., 2011. - 434გვ.; 24სმ.. - ყდაზე: ბერნარდო დადი „ნეტარი ქალწული მარიამის გვირგვინით შემკობა“. - ISBN: 978-9941-0-3408-4
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9