A C D E F G H I L M N O P Q R S T U V

კა კე კვ კი კლ კო კრ კუ
კაბ კაზ კათ კაი კალ კამ კან კაპ კარ კატ კაც

კატეხიზაცია, კატეხიზმოს სწავლება

Etym. ბერძ. katéchesis „ზეპირი სწავლება“, სიტყვასიტყვით „ცოცხლად, ხმით სწავლება“
It. Catechesi
აღნიშნავს სწავლებას, რომლის მიზანიც ქრისტიანული სარწმუნოების გადაცემაა. წმიდა ლუკამ და წმიდა პავლემ ტერმინი სახარებისეულ უწყებაზე დაფუძნებული სწავლების აღსანიშნავად გამოიყენეს. ქრისტიანული კატეხუმენობის დამკვიდრებასთან ერთად სიტყვამ ნათლისღებისათვის მოსამზადებელი სწავლების მნიშვნელობა შეიძინა. ჩვენამდე მოციქულთა მოღვაწეობის ხანის ვერც ერთმა კატეხისტურმა ტექსტმა ვერ მოაღწია, თუმცა მოციქულთა საქმეები საშუალებას გვაძლევს, ამ ტექსტთა მთავარი სახასიათო ნიშნები აღვადგინოთ (პეტრეს სიტყვები: საქ. 2:14-40; 3:12-26; 5:29-32; პავლეს სიტყვები: საქმ. 13:16-41; 17:22-31). კატეხიზაციის მნიშვნელოვანი ნაშრომები - „დიდაქე“, „ჰერმას მწყემსი“, „წერილი დიოგნეტეს მიმართ“ - მოციქულთა შემდგომ პერიოდს განეკუთვნება. შემდეგ, IV საუკუნეში შეიქმნა კირილეს „კატეხეზა“, ამბროსის „საიდუმლოთა გამო“, იოანე ოქროპირის „სანათლისღებო კატეხეზა“ და სხვა. კატეხეზა, რომლის საგანსაც ქრისტეს მსხნელი მოვლენა წარმოადგენს (საღმრთო წერილი, გადმოცემა და მოძღვრება), ადამიანის ისტორიულ მოთხოვნილებათა შესაბამისად, გამოცხადების გათანამედროვებას ცდილობს. ვატიკანის II კრებამ ახალი ბიძგი მისცა კატეხიზაციას და მის განახლებასა და გათანამედროვებას შეუწყო ხელი.
Source: პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. მერაბ ღაღანიძე; სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი]. - თბ.: სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტის გამოც., 2011. - 434გვ.; 24სმ.. - ყდაზე: ბერნარდო დადი „ნეტარი ქალწული მარიამის გვირგვინით შემკობა“. - ISBN: 978-9941-0-3408-4
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9