A C D E F G H I L M N O P Q R S T U V

კა კე კვ კი კლ კო კრ კუ
კაბ კაზ კათ კაი კალ კამ კან კაპ კარ კატ კაც

კატეხუმენი

Etym. ბერძ. katechoúmenos (ზმნა katechein-ის საშუალო-ვნებითი მიმღეობა) „ის, ვისაც ასწავლიან“
It. Catecumeno
პიროვნება, რომელიც ნათისღებისათვის და საეკლესიო საკრებულოში შესასვლელად ემზადება. ადრინდელ ეკლესიაში კატეხუმენი მთელი საკრებულოს სულიერი მხარდაჭერის თანხლებით ეტაპობრივ მზადებას გადიოდა. კატეხუმენად მიღება მღვდელმსახურის მიერ ხელდასხმის მეშვეობით ხდებოდა, რის შემდეგაც ადამიანის სახელი მოსანათლავ პირთა სიაში თავსდებოდა. ამ მოსამზადებელი ეტაპის შემდეგ იწყებოდა უშუალოდ კატეხუმენატი, რომელიც შედგებოდა კატეხიზმოს შესწავლისა, ავ სულთა განდევნისა და შემოწმებათაგან (კანდიდატის მზადყოფნის გამოცდები). შემდეგ ეტაპს წარმოადგენდა მრწამსის ტექსტის ახსნა და შემდგომი საბოლოო საზეიმო სულთა განდევნა (ეფფათა, რაც არამეულად ნიშნავს „გაიხსენ“). დასასრულ, სრულდებოდა ნათლისღების წესი, მირონცხებისა და ევქარისტიული მსახურების თანხლებით. კატეხუმენატის პერიოდში მოსანათლ პირს მხოლოდ წირვის პირველ ნაწილზე დასწრების უფლება ჰქონდა (სიტყვის ლიტურგია). ვატიკანის II კრების შემდგომი ლიტურგიული რეფორმის შედეგად დამკვიდრდა ზრდასრულთა ქრისტიანული მიღების ახალი წესი, რომელიც გათვალისწინებულია არა მხოლოდ ნათლისღების მსურველ, არამედ უკვე მონათლულ იმ ადამიანთათვისაც, რომლებსაც კატეხეზური და საიდუმლოებთან დაკავშირებული ცოდნა არ მიუღიათ.
Source: პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. მერაბ ღაღანიძე; სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი]. - თბ.: სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტის გამოც., 2011. - 434გვ.; 24სმ.. - ყდაზე: ბერნარდო დადი „ნეტარი ქალწული მარიამის გვირგვინით შემკობა“. - ISBN: 978-9941-0-3408-4
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9