A C D E F G H I L M N O P Q R S T U V

კა კე კვ კი კლ კო კრ კუ
კია კიდ კიპ კირ კიუ

კიდობანი

Etym. ებრ. ‘aron „ყუთი“
It. arca
ცნობილია:
ა) აღთქმის კიდობანი: აკაციის ხისაგან გამოთლილი და ოქროთი მოვარაყებული მართკუთხა სკივრი. სავარაუდოდ, მისი სიგრძე იყო დაახლ. 112 სმ, სიგანე და სიმაღლე კი - 66 სმ (გამ. 25:10). მასში ინახებოდა ღმრთის მიერ მოსესთვის სინაის მთაზე მიცემული ორი დაფა მათზე ამოტვიფრული ათი მცნებით, რომელიც წარმოადგენდა თავის ხალხს შორის ღმრთის ყოფნის ხელშესახებ ნიშანს;
ბ) ნოეს კიდობანი: დიდი მცურავი სკივრი, რომელიც ნოემ ააგო ღმრთის ბრძანებით (შდრ. დაბ. 6:13-22) მსოფლიო წარღვნის დადგომამდე თავისი ოჯახისა და ცხოველთა ყველა სახეობის გადარჩენის მიზნით. კიდობანს უზარმაზარი ყუთის ფორმა ჰქონდა (დაახლ. 135 მ X 22,5 მ X 13,5 მ), დაყოფილი იყო სამ სართულად, თითოეული მათგანი დაახლ. 5 მეტრის სიმაღლეს აღწევდა. მას ჰქონდა ნავისთვის უჩვეულო ელემენტები: კარები გვერდითა მხარეს, სახურავი წყლისგან დასაცავად (შდრ. დაბ. 6,16) და გვერდითა კედლების ზედა ნაწილში დატოვებული ღიობი, საიდანაც კიდობანში ჰაერი და სინათლე შედიოდა.
Source: პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. მერაბ ღაღანიძე; სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი]. - თბ.: სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტის გამოც., 2011. - 434გვ.; 24სმ.. - ყდაზე: ბერნარდო დადი „ნეტარი ქალწული მარიამის გვირგვინით შემკობა“. - ISBN: 978-9941-0-3408-4
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9