Etym. ებრ. აღნიშნავს „გამოსყიდვას“ შემოდგომის დღესასწაული, რომელსაც ტისრის თვეში (სექტემბერ-ოქტომბერი) აღნიშნავდნენ ბრალთაგან განსაწმედად: უმაღლესი მღვდელმსახური შედიოდა წმიდათა წმიდაში და ორმაგ მსხვერპლს სწირავდა: საკუთარ, მღვდელმსახურთა და ხალხის ბრალეულობათა გამოსასყიდად. შემდეგ ბრალეულობით სიმბოლურად დატვირთულ განტევების ვაცს გარეთ აგდებდნენ და უდაბნოში ტოვებდნენ, რათა იქ მომკვდარიყო (ლევ. 16:1-29; 23:26, შმდ.) ამ დღეს აკრძალული იყო რამე სახის სამუშაოს შესრულება და სასურველი იყო ხორცის მოკვდინება (ლევ. 23:36, შმდ.).
Source: პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. მერაბ ღაღანიძე; სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი]. - თბ.: სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტის გამოც., 2011. - 434გვ.; 24სმ.. - ყდაზე: ბერნარდო დადი „ნეტარი ქალწული მარიამის გვირგვინით შემკობა“. - ISBN: 978-9941-0-3408-4